We Take IT To The Next Level

ვინ ვართ

ჩვენი კომპანია ინფორმაციული და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სისტემური ინტეგრატორია.

გამოცდილი IT პროფესიონალების გუნდი ფართო კომპეტენციებით უზრუნველყოფს მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესების IT კონსულტაციას, აუდიტს, დაგეგმვას, იმპლემენტაციას, ინტეგრაციას, ტექნიკურ მომსახურებას, მხარდაჭერასა და აუთსორსინგს ქსელის, ინფრასტრუქტურის, პროგრამული უზრუნველყოფისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული უახლესი იმ წამყვანი ვენდორების გადაწყვეტებით, რომელთაც NTP ოფიციალურად წარმოადგენს საქართველოში.

როგორ ვაკეთებთ ამას

"ჩვენ აგვყავს IT შემდეგ საფეხურზე"

პროექტის განხორციელებამდე ვაანალიზებთ ჩვენი მომხმარებლების არსებულ სისტემებს - ვიღებთ სრულ ინფორმაციას კომპანიის სამომავლო ხედვების შესახებ, თუ რას გეგმავენ ისინი, შემდეგ ვაანალიზებთ IT დეპარტამენტის როგორც არსებულ ამოცანებს, ასევე გამოწვევებს და მხოლოდ ამის შემდეგ კონსულტაციით ჩვენს ექსპერტებთან, რომლებიც ითვალისწინებენ თითოეულ დეტალს, ვარჩევთ სამომავლოდ გამართლებულ შემდეგი დონის გადაწყვეტებს.

ჩვენი ინდივიდუალური მიდგომა მოითხოვს მრავალჯერად მოლაპარაკებასა და დისკუსიას საბოლოო მომხმარებლებთან მსოფლიოს იმ მოწინავე მწარმოებლების უახლეს გადაწყვეტებზე, რომლებსაც NTP ნერგავს საქართველოს ბაზარზე.

რას ვაკეთებთ

IT აუდიტი

IT კონსალტინგი

IT დაგეგმარება

განხორციელება

მხარდაჭერა და ტექნიკური მომსახურება

აუთსორსინგი

ჩვენი გუნდი

ჩვენი გუნდი შედგება პროფესიონალი IT არქიტექტორებისაგან, რომელთაც, როგორც IT სფეროში, ასევე ადგილობრივ IT ბაზარზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ქსელი, ინფრასტრუქტურა, პროგრამული უზრუნველყოფა და კიბერუსაფრთხოება. მათზე აგრეთვე მიმაგრებულნი არიან უფროსი და უმცროსი ინჟინრები თითოელი მიმართულებით.

ჩვენი მისია

ჩვენი პროფესიონალთა გუნდის შრომისმოყვარეობითა და მონდომებით ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს სრულიად საქართველოს მასშტაბით მივაწოდოთ ისეთი საუკეთესო IT გადაწყვეტები, სერვისები და მხარდაჭერა, რომელიც საშუალებას მისცემს მათ მშვიდად ფოკუსირდნენ მათი ბიზნესის პროდუქტიულობასა და მომგებიანობაზე.

ჩვენი ხედვა

ვიყოთ მაღალკვალიფიციური, წამყვანი IT ინტეგრატორი კომპანია საქართველოში ქსელის, ინფრასტრუქტურის, კიბერუსაფრთხოებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებებში ისეთი ინოვაციური და სწორი IT გადაწყვეტების მოწოდებით, რომლებიც შეესაბამება ჩვენი დამკვეთების ინდუსტრიის ტექნოლოგიურ მოთხოვნებს, ბიზნეს სტრატეგიას, ბიზნეს გარემოს, სამომავლო გეგმებსა და თანამედროვე გამოწვევებს. ამ ყველაფერთან ერთად ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან საერთო სარგებლის მიღებით ჩამოვაყალიბოთ ურთიერთნდობასა და პატივისცემაზე დაყრდნობილი მყარი ურთიერთობები.

FAQ - ხშირად დასმული კითხვები

თქვენი საკონსულტაციო მომსახურება უფასოა?

დიახ, IT მიმოხილვის მომსახურება უფასოა. ჩვენ განვიხილავთ თქვენს IT გარემოს ყოველგვარი საფასურისა და მოლოდინების გარეშე. განვიხილავთ, თუ როგორ მუშაობს თქვენი IT და გამოვყოფთ პოტენციურ პრობლემებს. ასევე შევამოწმებთ თუ რამდენად შეესაბამება თქვენთან არსებული IT გადაწყვეტები ან მომსახურებები თქვენს მოთხოვნებს. ეს არის ჩვენი მიდგომა და გზა იმისათვის, რომ გაგაცნოთ თავი, აგრეთვე შევმატოთ ღირებულება თქვენს IT სერვისებს.

რამდენად უსაფრთხოა ჩემი კომპანიის სისტემების წვდომის თქვენზე გადმოცემა და როგორ შემიძლია დავიცვა კომპანია ამის შემდგომ?

თქვენი კომპანია ოფიციალურად დაცულია წვდომის მინიჭებამდეც კი. მომსახურების დაწყებამდე ჩვენ ვაფორმებთ გაუთქმელობის ხელშეკრულებას, ე.წ. NDA_ს, რომლის დეტალებიც შეთანხმებლია, როგორც თქვენთან ასევე თქვენი კომპანიის იურისტებთან.

რომელი ბრენდების გადაწყვეტებს ყიდით ან უწევთ რეკომენდაციას?

NTP მსოფლიოს ცხრამეტი წამყვანი ბრენდის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. შემოთავაზებაში პრიორიტეტს არა ბრენდს, არამედ თქვენი კომპანიის საჭიროებებზე მორგებულ იმ გონივრულ გადაწყვეტებს ვანიჭებთ, რომლებიც გააჩნია ჩვენს პორტფოლიოში არსებულ მწარმოებლებს იმ მომენტისათვის ბაზარზე. უპირველეს ყოვლისა ვეცნობით თქვენს არსებულ სისტემებსა თუ მოთხოვნებს ასევე საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებს. შეგროვილი ინფორმაციიდან გამომდინარე თქვენთან ერთად განვიხილავთ ბაზარზე არსებული სხვადასხვა მწარმოებლების ამა თუ იმ გადაწყვეტებს, რომლებიც ერგება თქვენს მოთხოვნებს. ამ ყველაფრის და თქვენს ხელთ არსებული ბიუჯეტის გათვალისწინებით თქვენთან ერთად ვარჩევთ კონკრეტული ბრენდის გადაწყვეტას, რომელსაც გთავაზობთ.

გადაწყვეტების ინსტალაცია მომსახურება უფასოა?

დიახ, ჩვენი შეთავაზებები მოიცავს უფასო ინსტალაციასა და ინტეგრაციას. ჩვენთან თანამშრომლობით, მომხმარებლები ელიან მზა გადაწყვეტებს, რომელთა სრულფასოვანი რელიზება თუ გამართვა ხდება მაშინ, როდესაც სწორი მოწყობილობებისა და აქსესუარების ინსტალაცია ხდება გათვალისწინებული ნორმებით სწორად შეჩეულ ადგილას, მწარმოებლის მიერ რეკომენდირებულ შესაფერის გარემოში და მხოლოდ მაშინ, როდესაც პროგრამული უზრუნველყოფა თუ მოწყობილობა არის არსებულ სისტემასთან ინტეგრირებული. ჩვენ ყოველთვის ვუწევთ რეკომენდაციას ჩვენი მხრიდან ინტეგრაციის უფასო განხორციელებას იმისათვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ გადაწყვეტა სწორად იქნება დანერგილი, რაც თავისთავად მოიცავს იმასაც, რომ იყოს მარტივად სამუშაო, კომპანიის ზრდსასთან ერთად მასშტაბირებადი ან ბიზნეს მოთხოვნების ცვლილების შემთხვევაში ადაპტირებადი.

თქვენი რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ ყველა ტექნიკური პრობლემა აღმოიფხვრება და აღარ გვექნება შეფერხება?

ტექნიკური პრობლემების მოგვარება ჩვენი გამოწვევა და სამსახურია, თუმცა შეფერხების აღმოფხვრის 100%_იანი გარანტიით შეპირება შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ თქვენი IT სისტემები გავხადოთ პროაქტიული და ასევე ვნერგავთ ე.წ. BCDR გადაწყვეტებს, რომელთა მთავარი დანიშნულება ბიზნესის უწყვეტად მუშაობა და კატასტროფიდან მიღებული ზიანის სასწრაფო აღდგენაა მცირედი რისკები მაინც არსებობს. ჩვენს მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებით, ასევე შეგიძლიათ ისეთი გადაწყვეტების მოდელირებაც, რომელთაც შეუძლიათ რისკებისა და შეფერხების (იგივე Downtime_ის) სიმძიმის მინიმუმამდე დაყვანა.