IT აუდიტი

როდის განახორციელეთ კომპანიის ბოლო IT შემოწმება?

თანამედროვე ბიზნესები, ისე როგორც არასდროს, გახდნენ დამოკიდებულნი თავიანთ IT დეპარტამენტებზე. თანამედროვე, ფუნქციონალური და დაცული IT გარემოს შენარჩუნებასთან ერთად მომსახურება ისედაც IT დეპარტამენტების ძირითადზე მეტ დროს იკავებს, რასაც ემატება შიდა ცვლილებები, კომპანიის ზრდა, ახალი გამოწვევები, ახალი გაუმჯობესებული ფუნქციონალის მქონე გადაწყვეტები და სხვა არაერთი პრობლემური საკითხები, როგორიცაა: ახალი კიბერ საფრთხეები და ა.შ.

სტაბილური და ეფექტური ქსელის ქონა დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. ეს ისედაც ცნობილი ფაქტია, თუმცა ასეთი ქსელის მომსახურება და მხარდაჭერა ხშირად საკმაოდ ძნელია. ქსელის პრობლემის წარმოქმნისას ძალზედ კრიტიკულია სწრაფი და ეფექტური რეაგირება, რომელიც ხშირად ხდება ბიზნესის მფლობელებისა და მენეჯერების მხრიდან კრიტიკის საგანი ვინაიდან, რაც მათ იციან არის ის, რომ შეუძლიათ მიიღონ თანამშრომლებისაგან მაქსიმალური პროდუქტიულობა თუ მათი IT დეპარტამენტის თანამშროლებს შეუძლიათ ჩავარდნის შემთხვევაში პრობლემის სწრაფი აღმოფხვრა.

ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ არსებობს უკეთესი გზაც.

სწორედ აქ შემოდის თამაშში IT აუდიტი.

ჩვენთვის ბევრად პრიორიტეტულია თქვენი სისტემების პროაქტიული გამართვა, რაც გულისხმობს პოტენციური პრობლემების წინასწარ განსაზღვრასა და მათი შედეგის სიმძიმის ან მათ სრულად აღმოფხვრას ვიდრე უკვე წარმოქმნილ პრობლემეზე რეაგირება და მათი მოგვარება.

რა არის IT აუდიტი და რისთვის არის საჭირო?

ჩვენ გთავაზობთ არაერთი ტიპის IT აუდიტს – უსაფრთხოების აუდიტით დაწყებული ტექნოლოგიური პოზიციის/შესაბამისობის აუდიტითა და ტაქტიკურ-ტექნიკური აუდიტით დამთავრებული. ყველა ამ აუდიტის ძირითადი მიზანია, წინასწარ გამოავლინოს საფრთხეები, აღმოაჩინოს უწესრიგობა მენეჯმენტში და IT სისტემების არაეფექტურობა ბიზნესისათვის.

აუდიტის დასრულების შემდეგ კონსალტინგისა და დაგეგმარების მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში ჩვენი აუდიტორები გასცემენ მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობილ რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინებითაც კომპანიებს შეუძლიათ თავიდან აირიდონ სამომავლო საფრთხეები და რისკები, დაიცვან თავიანთი IT სისტემები, ღირებული მონაცემები და მნიშვნელოვანი ინფორმაციები, ხოლო ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩვენი IT მომსახურებების ტიპების კომპლექსურად ჩატარების შედეგად კი თავიანთი IT გარემოს გაუმჯობესებითა და უახლესი გადაწყვეტების უპირატესობების ათვისებით მიაღწიონ IT სისტემების მაქსიმალურად უხარვეზო, ეფექტურ და პროდუქტიულ მოხმარებას ბიზნესისათვის.

რას მოიცავს IT აუდიტი?

სხვადასხვა ტიპის IT აუდიტი სხვადასხვა მიზეზებით შეიძლება იქნეს მოთხოვნილი. ტექნიკური პოზიციის გასარკვევად, ტექნიკური შესაბამისობის შესატყობად, უსაფრთხოების შემოწმების ან სულაც თანხის დაზოგვის მიზნით.

აუდიტის პროცესში IT სპეციალისტი ნაბიჯ-ნაბიჯ შეაფასებს ისეთ პუნქტებს, როგორებიცაა კომპანიის ქსელი, ინფრასტრუქტურა, აპლიკაციები თუ პოლიტიკები. ეს პუნქტები დამოკიდებულია თქვენს მოთხოვნასა და ბიზნეს საჭიროებებზე. ზოგიერთი მათგანი მოიცავს:

⇨ რისკების შეფასებას კომპანიის IT დეპარტამენტის დასახმარებლად, ბევრ ასპექტში.
• ორგანიზაციაში ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე რეკომენდაციების შეთავაზება მათ შესამცირებლად.
• მაგალითად: შანსი იმისა, რომ თქვენი ქსელი, როგორც ტექნიკის ასევე პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით დროსთან ერთად განვითარდა დიდია, რაც აჩენს ქსელის არაეფექტურობის ან უსაფრთხოებაში გაჩენილი ხარვეზების ალბათობას.
⇨ ბიზნესის მზადყოფნის შეფასება ბაზარზე განვითარებადი და მომავალი ტექნოლოგიებისთვის.
• ტექნოლოგია მუდმივად იცვლება, მუდმივად ჩნდება ახალი რისკები და საფრთხეები, აგრეთვე ჩნდება ინოვაციები და მათგან სარგებლის მიღების შესაძლებლობები.
⇨ სისტემებისა და აპლიკაციების შეფასება, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი უსაფრთხო, საიმედო და ეფექტურია.
• NTP_ს IT კონსულტანტები განახორციელებენ თქვენი IT გარემოს კომპლექსურ მიმოხილვას და შეამოწმებენ თუ რამდენად ეხმარება ან აფერხებს ბიზნესს თქვენს ხელთ არსებული ტექნოლოგიები.
• ეს ასევე შეიძლება მოიცავდეს ამ სისტემებისა და აპლიკაციების გამოყენების შეფასებას, რათა უზრუნველყოთ მომხმარებლების მიერ მათი მაღალეფექტური მოხმარება. რაც თავისთავად ამ სისტემებისა და აპლიკაციების, ასევე მათი მომხმარებლების მარგი ქმედების მაღალი კოეფიციენტით მუშაობის საწინდარია.

კომპანიის უსაფრთხოების შეფასება.

• თქვენი ბიზნესის ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებასთან ერთად იზრდება უსაფრთხოების რისკებიც. მონაცემთა გაჟონვის ან მათზე შეტევით წვდომის, ransomware თუ სხვა malware ვირუსებისაგან წინასწარ თავის არიდების სისტემების გარეშე, თუნდაც ერთმა შეტევამ შეიძლება თქვენს ორგანიზაციას სერიოზული ფინანსური, სამართლებრივი ან რეპუტაციული ზიანი მიაყენოს. უსაფრთხოების შეფასება მოიცავს არსებული უსაფრთხოების სისტემების შესწავლასა და რისკების დონის დადგენას. ამის შემდეგ კი ჩვენი ხედვის თქვენთვის გაზიარება თუ როგორ შეიძლება ამ რისკების მინიმუმამდე დაყვანა.
• მათ შორის სხვადასხვა შიდა კონტროლის მექანიზმების, დაცულობისა და მომხმარებლის მომზადების დონის შემოწმება, აგრეთვე იმის გადახედვაც, თუ რამდენად თანამედროვეობის შესაბამისი ადეკვატური უსაფრთხოების სტრატეგია გააჩნია კომპანიას.