რატომ NTP ?

IT არის თანამედროვე ფენომენი, რომელმაც მკვეთრად შეცვალა ინდივიდებისა და ბიზნესის ყოველდღიური ცხოვრება მთელ მსოფლიოში. თანამდეროვე ბიზნეს სამყაროში ინფორმაციული ტექნოლოგიები ისე გაიზარდა და გავრცელდა, რომ უკვე გავლენას ახდენს არა მხოლოდ წარმოებაზე, ოპერაციულ ეფექტიანობაზე და ა.შ. არამედ ორგანიზაციებში თანამშრომელთა კომუნიკაციაზეც და იმაზეც კი თუ როგორ ასრულებენ ისინი თავიანთ საქმეს. შესაბამისად ბიზნესისათვის IT_ს გამოყენება გახდა გადარჩენისა და წარმატების გასაღები. ვინაიდან IT ხელს უწყობს ინოვაციებს ბიზნესში, ინოვაციების შედეგად ვიღებთ უფრო ჭკვიან აპლიკაციებს, მონაცემთა გაუმჯობესებულ შენახვას, სწრაფ დამუშავებას და ინფორმაციის უფრო სწრაფ დისტრიბუციას. ინოვაცია ბიზნესს უფრო ეფექტურად ამუშავებს, ზრდის მის ღირებულებას, კონკურენტუნარიანობას, ამაღლებს ხარისხს და აუმჯობესებს პროდუქტიულობას.

ამიტომაც, ჩვენი ინჟინრები მუდამ საქმის კურსში არიან იმ მოწინავე მსოფლიო ბრენდების უახლესი და ინოვაციური გადაწყვეტების შესახებ, რომელთა ოფიციალური წარმომადგენელიც კომპანია NTP_ია საქართველოში. სწორედ მოწინავე და ინოვაციური, გადაწყვეტების საქართველოში დანერგვის მიზნითა და მოტივაციით ვახდენთ შეხვედრებისა თუ სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით საბოლოო მომხმარებლამდე იმ ინფორმაციის მიტანას თუ რა სარგებლის ნახვა შეუძლიათ სამომავლოდ ამ გადაწყვეტებით, რაც თავისთავად ეხმარება კომპანიებს სამომავლო IT ხედვის ჩამოყალიბებაში.

გაყიდვამდელი თუ გაყიდვის შემდგომი საკუნსულტაციო და სხვა მომსახურებები, ასევე მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა განასხვავებს NTP_ს სხვა ბოქსმუვერი IT კომპანიებისაგან.

თითოეულ მიმართულებაზე მიმაგრებული უმცროსი ინჟინრიდან - უფროს ინჟინერზე - ხოლო შემდგომ IT არქიტექტორზე ესკალაციის სისტემა ------> საშუალებას გვაძლევს გადავჭრათ საბოლოო მომხმარებლის ნებისმიერი სირთულის ტექნიკური ამოცანა. გარდა ამისა, მომსახურების დონის ხელშეკრულების (ე.წ. SLA_ს) ან მოთხოვნის კომპლექსურობის შესაბამისი კვალფიკაციის ინჟინრის მიმაგრებით ვახდენთ ოპტიმიზაციას, როგორც დამკვეთთა ხარჯის, ასევე ჩვენი ტექნიკური რესურსისაც.

ჩვენი როლი ჩვენს მომხმარებლებთან მუშაობის პროცესში არის მონაცემთა შენახვის მენეჯმენტისა და მართვის უზრუნვლყოფა, ქსელისა და ინფრასტრუქტურის ისეთი ცენტრალიზებული გეგმის მიწოდება, რომელიც მოიცავს მასშტაბირებად და დაცულ არქიტექტურას. მონაცემთა შეგროვებისა და აღდგენის პროცესის გაუმჯობესებით ისეთი სარგებლის მიცემა ჩვენი დამკვეთებისათვის, რომელიც დაეხმარება მათ საოპერაციო თუ სხვა ხარჯების დაზოგვაში.

ოპერაციული ეფექტურობა -----> მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანია სამუშაოებს ანხორციელებს, როგორც მცირე ბიზნესთან SMB გადაყვეტებით, ასევე მსხვილ სარმოებებთან და ორგანიზაციებთან კომპლექსური IT გადაწყვეტებით, ბიუროკრატიის არ ქონა გვეხმარება ვიყოთ მოქნილები სამუშაო პროცესში. ასევე ჩვენთან თანამშრომლობა არის გამჭვირვალე პროცესი. პროექტ მენეჯმენტი გავძლევს საშუალებას პარტნიორ ორგანიზაციებს შევატყობინოთ თითოეული ტექნიკური დავალებისა თუ პროექტის საფეხურის ცვლილება, აგრეთვე თუ რა დრო არის დარჩენილი აღნიშნული ტექნიკური დავალების ან პროექტის დასასრულებლად.