კვლევის მიხედვით, 2021 წლის გლობალური IT აუთსორსინგის ბაზრის მოცულობა შეფასდა $245,91 მილიარდ აშშ დოლარად 2022 წლისათვის კი ვარაუდობენ, რომ სავარაუდოდ $261,9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს ხოლო (CAGR) საშუალოწლიური ზრდის ტემპი რთულ პროცენტებში 2022 წლიდან 2030 წლამდე სავარაუდოდ 9.1%_ს მიაღწევს. აუთსორსინგის სტრატეგია აღიარებული გახდა მრავალი ინდუსტრიის თითქმის ყველა ტიპის ბიზნესში. ისეთი ტექნიკური გიგანტები, როგორიცაა Google, Facebook და IBM, აგრეთვე მწარმოებლები Nike და Coca-Cola, ბიზნეს ოპერაციების IT ნაწილი გატანილი აქვთ აუთსორსზე ოფშორულ გუნდებთან.
- დელოიტი
რა არის IT აუთსორსინგი/გარე რესურსის გამოყენება?
IT აუთსორსინგი არის ისეთი გარე სერვისის მომწოდებლების რესურსის გამოყენება, რომელთაგან თქვენი ბიზნეს პროცესინგის ოპტიმიზირებისათვის საჭირო აპლიკაციების, ინფრასტრუქტურული თუ ქსელური გადაწყვეტებისათვის გაწეული მომსახურებებით შეგიძლიათ მიიღოთ ეფექტური ბიზნეს შედეგი.
რატომ იყენებენ კომპანიები აუთსორსს?
ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გარკვეული ტექნიკური დავალებების არსებობისას შეუძლიათ დაიხმარონ დამატებითი IT რესურსი მათთვის საჭირო კონკრეტული ცოდნითა თუ გამოცდილებით. ასეთი სპეციალიტების შოვნა საქართველოს ბაზარზე საკმაოდ ძნელია ან სულაც კომპანას არ ქონდეს მსგავსი მაღალკვალიფიციური კადრის შტატში ყოლის საჭიროება ან საშუალება. ამასთანავე, საქართველოში გაზრდილია მოთხოვნა მაღალკვალიფიცურ კადრებზე და ვინაიდან მოთხოვნა მეტია, ვიდრე მიწოდება მათი ანაზღაურებაც შესაბამისად იზრდება.
კოვიდ-19_ის გავლენა
კოვიდ-19 იყო მოვლენა, რომელმაც შეცვალა, როგორც ბევრი ადამიანის ცხოვრება ასევე ცვლილებები შეიტანა უამრავ ბიზნესში. მან გავლენა მოახდინა IT სფეროზეც და შემოიტანა თანამედროვე IT აუთსორსინგის ტენდენციები. კოვიდ-19-ის გამო 2020 წლიდან ბევრმა ორგანიზაციამ დაიწყო დისტანციური სამუშაო რესურსის გამოყენება.
IT ბიუჯეტი
Covid-19-მდეც შეინიშნებოდა სხვადასხვა ბიზნეს სექტორებისაგან ინტერესი და ბუიჯეტის ზრდა აუთსორს IT სერვისებზე, მაგრამ გლობალურმა პანდემიამ გამოიწვია აუთსორსინგის სწრაფი ზრდა და ხარჯების დაზოგვა გახდა მისი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი.
დელოიტის კვლევის თანახმად, 2020 წელს მსოფლიო ბიზნეს სამყაროს 70% გადაერთო აუთსორსზე. ხოლო Outsource Accelerator_ის რჩევის მიხედვით აუთსორსინგისზე გადასვლით შესაძლებელია სამუშაო რესურსის ხარჯის 70%_ით შემცირება.
თუმცაღა, ხარჯების შემცირება არ არის ერთადერთი ფაქტორი. კომპანიების 49% აცხადებს, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი უპირატესობა, რაც აუთსორსინგით მიიღეს არის ის, რომ სამუშაო რესურსის დამატებითი რუტინისაგან განთავისუფლებით მათ ძირითად ამოცანებზე ფოკუსირებისთვის მეტი დრო დარჩათ.
IT აუთსორსინგის უპირატესობები
არსებობს არაერთი დამტკიცებული და უკვე გამოცდილი უპირატესობა, რომელთა მიღებაც შეგიძლიათ თქვენ, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს ჩვენი IT აუთსორსინგით.
1. უკეთესი ფასი
უკეთესი ღირებულება, ანუ უფრო დაბალი ფასი, ერთ-ერთი ყველაზე აშკარა და პრიორიტეტული სარგებელია, რომელსაც მოგიტანთ აუთსორსინგი. რა თქმა უნდა, ბიზნესის არსი ფულის გამომუშავებაა და მისი ოპერაციული ხარჯების შემცირებით კომპანიას საშუალება მიეცემა მეტი ინვესტიციები განახორციელოს სამომავლო განვითარებისათვის.
ხარჯების დაზოგვა ხდება:
2. გაზრდილი ეფექტურობა და ინოვაცია
აუთსორსინგს შემოაქვს დამატებითი რესურსები პროექტებში რომლის შედეგადაც საქმე უფრო სწრაფად სრულდება. მათი უნარებისა და ეფექტური პრაქტიკების დანერგვის წყალობით, იზრდება გუნდის ეფექტურობაც.
3. ხელმისაწვდომობა კვალიფიციურ რესურსებზე და პერსონალის მოქნილობა
როგორც უკვე ავღნიშნეთ, გამოცდილ IT სპეციალისტებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და მზარდი. IT აუთსორსინგი კი იძლევა იმის საშუალებას, რომ წვდომა მიიღოთ გამცდილ და კვალიფიციურ პერსონალზე სწორედ მაშინ, როდესაც, ეს ბიზნესს დაჭირდება (განსაკუთრებით ისეთი კომპანიებისათვის რომელთაც ასეთი საჭიროება სეზონური ან იშვიათი აქვთ).
4. შიდა პერსონალის სწავლება
ჩვენი აუთსორსინგის პერსონალის გამოყენების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ თქვენს თანამშრომლებს არ ქონდეთ საჭირო ცოდნა ან უნარი ამა თუ იმ საკითხთის გადასაჭრელად. აუთსორსინგით (განსაკუთრებით თუ ხელშეკრულება საჭიროების შემთხვევაში ადგილზე მომსახურებასაც გულისხმობს) მიღებული სიკეთე მხოლოდ გამოცდილ და კვალიფიცურ კადრებზე წვდომა როდია. ვინაიდან ისინი თქვენს გუნდთან კოლაბორიით საქმის შესრულების პროცესში იყენებენ აპრობირებულ პროცესებსა და მეთოდებს, თქვენი გუნდის მონდომებულ წევრევს მარტივად შეუძლიათ ამ გამოცდილების გაზიარებით აითვისონ აღნიშნული საქმის მეთოდოლოგია. დამატებითი ცოდნის საჭიროების შემთხვევაში ჩვენი კონსულტანტების მხრიდან ხდება ტექნოლოგიური ტრენინგის ჩატარებაც.
5. ფოკუსირება ძირითად აქტივობებზე
როდესაც IT აუთსორსინგისათვის ქირაობთ ისეთ კომპანიას როგორიცაა NTP, ამით თქვენი სისტემების მოვლა-პატრონობის თავსატკივარს ირიდებთ თავიდან, რაც გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ფოკუსირება მოახდინოთ სხვა, თქვენი კომპანიისათვის უფრო პრიორიტეტულ სტრატეგიულ საკითხებზე როგორიცაა - დაგეგმვა, კვლევა, ბრენდბილდინგი, გაყიდვები, მარკეტინგი, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია და ა.შ. აუთსორსინგი ასევე საშუალებას აძლევს ბიზნესის მფლობელებს განახორციელონ უფრო თამამი და ეფექტური პროექტები ან პირიქით ექსპერიმენტის სახით გაეცნონ ინოვაციებს და გამოსცადონ პრაქტიკაში ახალი გადაწყვეტები.
6. საოპერაციო ხარჯების კონტროლი
ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ პროექტის ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებული დროისა და ბიუჯეტის შენარჩუნებაზე.
7. უწყვეტობა და რისკების მართვა
NTP უზრუნველყოფს ბიზნეს უწყვეტობას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ნებისმიერ ბიზნესში არის რისკების შეფასება და ანალიზი. ჩვენი IT კონსულტანტები ადგენენ ისეთ გეგმას, რომლითაც თქვენი მომხმარებლების მომსახურებისათვის აუცილებელი სერვისების ჩავარდნის რისკი მინიმუმამდე დადის. თუმცა, ჩვენი აუთსორს დეპარტამენტის უმცროსიდან-უფროს ინჟინრამდე, ხოლო უფროსი ინჟინრიდან არქიტექტორამდე ესკალაციის სისტემა საშუალებას გვაძლევს კრიტიკულ სიტუაციაში აუთსორს ინჟინერმა უფროს კონსულტანტთან კოლაბორაციაში მოახდინოს მაქსიმალურად ეფექტური რეაგირება.
8. გამარტივებული პროექტ მენეჯმენტი
პროექტის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია პროექტ მენეჯმენტის ხარისხზე და იმაზე, თუ რამდენად კარგად შეუძლიათ მენეჯერებს გუნდის თანამშრომლობის ორგანიზება. ჩვენთან თანამშრომლობა არის გამჭვირვალე და თავისთავად მოიცავს პროექტის მენეჯმენტს. პროექტ მენეჯმენტი გავძლევს საშუალებას პარტნიორ ორგანიზაციებს შევატყობინოთ თითოეული ტექნიკური დავალებისა თუ პროექტის საფეხურის ცვლილება, აგრეთვე თუ რა დრო არის დარჩენილი აღნიშნული ტექნიკური დავალების ან პროექტის დასასრულებლად.
9. გამარტივებული სამუშაო ურთიერთობები
ჩვენთან მუშაობა დაფუძნებულია ოფიციალურ ხელშეკრულებაზე, რაც თანამშრომლობას უფრო მარტივს და ნაკლებად სარისკოს ხდის. ამასთანავე, მომსახურების დაწყებამდე ჩვენ ვაფორმებთ გაუთქმელობის ხელშეკრულებას, ე.წ. NDA_ს, რომლის დეტალებიც შეთანხმებლია, როგორც თქვენთან ასევე თქვენი კომპანიის იურისტებთან.