დატა ცენტრის შექმნა მოიცავს სხვადასხვა დონეზე არსებული მრავალპროფილური ამოცანების სერიას, რომელთა გადაწყვეტაც მოითხოვს ქვესისტემების პროფესიონალურ ინტეგრაციასა და როგორც ინჟინრების ასევე IT პროფესიონალების ჩართვას საქმეში. ამ პროცესში, IT ინტეგრატორი უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მხოლოდ სისტემურ ინტეგრატორს შესწევს ასეთი მასშტაბური პროექტის საჭირო დონეზე შესრულების უნარი, ვინაიდან გასავლელია მთლიანი პროცესი მიზნების დასახვიდან დაწყებული სისტემის აქტიტექტურით, დიზაინითა და სრულყოფილი მხრდაჭერით დამთავრებული.
ჩვენს მომსახურებაში შედის:
⊛ ინფორმაციული ინფრასტრუქტურა
მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: სერვერული კომპლექსი, რომელიც მოიცავს მრავალპლატფორმულ და კლასტერულ გადაწყვეტებს, ასევე სპეციალიზებულ, მაღალი ხელმისაწვდომობის (HA) სისტემებს, მონაცემთა შენახვისა და სარეზერვო სისტემებს, რომელიც წარმოადგენს დატა ცენტრის ბირთვს. ზოგადად, შენახვის სისტემები შედგება კონსილიდირებული დისკების მასივისაგან, ქსელის შენახვის, სარეზერვო (backup) და კატასტროფის აღდგენის (DR) სისტემისაგან.
⊛ ქსელის ინფრასტრუქტურა
უზრუნველყოფს სერვერების ფუნქციონალურ თავსებადობას, აინტეგრირებს კომუნიკაციის დონეებს და ქმნის საკომუნიკაციო არხებს.
⊛ საინჟინრო ინფრასტრუქტურა
დატა ცენტრის ძირითადი სისტემების ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად საჭირო ელექტრომომარაგების, კლიმატის კონტროლის, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის, სიგნალიზაციისა, მონაცემთა გადაცემის, ავტომატური დისპეტჩერიზაციის და საინფორმაციო რესურსების მართვის ქვესისტემები.
⊛ უსაფრთხოების სისტემა
ხელს უშლის არაავტორიზებულ წვდომას კონფიდენციალურ ინფორმაციაზე. იგი შედგება დაცვის, განგაშისა და დაშვების კონტროლის სისტემებისგან.