იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტა ჩვენს მიერ არ იქნა წინასწარ შერჩეული და მხოლოდ ინტეგრაციას ვანხორციელებთ, უშუალოდ ინსტალაციის პროცესის დაწყებამდე ჩვენ ვიყენებთ აუცილებელ მიდგომას, რომელიც გულისხმობს არსებული სისტემებისა და ინტეგრაციისათვის განკუთვნილი გადაწყვეტის დეტალურ განხილვას, რათა გამოვრიცხოთ ნებისმიერი კომპონენტის ფუნქციური არათავსებადობა. მსგავსი მიდგომა მოითხოვს სიღრმისეულ ანალიზს, თუმცაღა სისტემური ინტეგრაციის წარმატებით განხორციელების საწინდარია.
ჩვენს მიერ იქნება აპარატურა მოწოდებული თუ სხვა კომპანიის მიერ, ინტეგრაციის მომსახურებისას, ჩვენ მაინც გვიწევს თქვენთან შეთანხმებულად დეტალების გავლა. იქნება ეს ქსელის დეტალური დიაგრამის აგება, სერვერის ლოკაცია/ლოკაციები, კავშირები, პროტოკოლები, failover ოპციები, უსაფრთხოების საკითხები თუ სხვა ოპერაციები.
და მაინც რას უნდა ელოდოთ იმპლემენტაციის პროცესში?
⇨ ინსტალაცია, ინტეგრაცია და ექსპლუატაცია
⇨ თქვენივე სიმშვივისათვის ⇦
ექსპლუატაციაში გაშვება
ჩვენი ინსტალაციისა და ექსპლუატაციის მომსახურებები სრულდება დამტკიცებული გეგმისა და დეტალური დიზაინის დოკუმენტების მიხედვით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სისტემურ ინტეგრაციას, მონაცემთა, აპლიკაციების, გამოყენებითი პროგრამების ინტერფეისების, თუ უბრალოდ მოწყობილობების ინტეგრაციას, რათა ვუზრუნველყოთ მაღალი ეფექტურობა, პროდუქტიულობა და სისწრაფე თქვენს ყველა ოპერაციაში.
NTP ასევე გთავაზობთ მონტაჟის, ინტეგრაციისა და ესპლუატაციაში გაშვების ზედამხედველობის მომსახურებასაც. მომხმარებელთან შეთანხმებით შეგვიძლია მოგაწოდოთ შემდეგი მომსახურებები: სამონტაჟო და ექსპლუატაციის სამუშაოების ზედამხედველობა, ტესტირების მეთოდების შემუშავება და პერსონალის გადამზადება.
ასევე, ინსტალაციისა და ექსპლუატაციის დასრულების შემდეგ, სისტემის გამართულად მუშაობისა და მისი სრულფუნქციურად ოპერირების კონფირმაციისათვის შეგვიძლია განვახორციელოთ შემდეგი დამატებითი სამუშაოები:
ჩვენ შეგვიძლია ასევე დავატრენინგოთ თქვენი თანამშრომლები თუ როგორ შეძლებენ ორგანიზაციულ-ადმინისტრაციული კუთხით სისტემის გამართვას, ტესტირებას, ექსპლუატაციაში გაშვებას ან მოგვაინებით მართვას, რაც გულისხმობს დახმარებას კონკრეტული დავალებების ავტომატიზაციაში ან ორკესტრაციის ინსტრუმენტების გამართვაში მრავალი ამოცანის ავომატიზირებულად სამართავად და დინამიური სამუშაო ნაკადის შესაქმნელად.
ჩვენი მომხმარებლები იღებენ შემდეგ სარგებელს: