სისტემური ინტეგრაცია
გადაწყვეტის მიწოდებით ჩვენ ვუზრუნველყოფთ მის ინსტალაციას, კონფიგურაციასა და ინტეგრაციას, რაც გულისხმობს გადაწყვეტის მთლიან სისტემასთან უნაკლო მუშაობას, სწორედ ესაა კიდევ ერთი დამატებითი მიზეზი თუ რატომ უნდა შეარჩიოს საბოლოო მომხმარებელმა NTP როგორც სისტემური ინტეგრატორი. სისტემური ინტეგრაცია იძლევა თქვენს ხელთ არსებული სხვადასხვა გამოთვლითი/კომპიუტერული სისტემების, პროგრამული უზრუვნელყოფებისა და აპლიკაციების ფუნქციურ კოორდინაციაში მოყვანის საშუალებას. ამასთანავე, ქვემოთ ჩამოთვლილი IT მიმართულებიდან ნებისმიერი გადაწყვეტის დანერგვამდელი დაგეგმვის პროცესში ფოკუსირებულები ვართ მომხმარებლის პრდუქტისა თუ მომსახურების ხარისხის ასევე წარმადობისა და სამუშაო პროცესის გაუმჯობესებესებით მათი ორგანიზაციის ღირებულების გაზრდაზე, რასაც ემატება საოპერაციო ხარჯების შემცირებითა და რეგირების დროის გაუმჯობესებით დამატებითი ღირებულების მოტანა რაც თავისთავად მოითხოვს რომ ჩვენს მიერ ინტეგრირებულ გადაწყვეტასთან ერთად ყველა არსებული სისტემა ჰარმონიულად მუშაობდეს.
პროექტის გენერირებიდან მის სისტემურ ინტეგრირებამდე შვიდ ძირითად საფეხურს გავდივართ. ესენია:
◉ ინფორმაციის შეგროვება
◉ შეგროვებული ინფორმაციისა და განხორციელებადობის ანალიზი
◉ სისტემის დიზაინის, არქიტექტურისა და ინტეგრაციის დაგეგმვა
◉ სისტემის განვითარებისა და ადმინისტრაციული დაგეგმარება
◉ სისტემის იმპლემენტაცია და შემოწმება
◉ სისტემის ინტეგრაცია და შემოწმება
◉ შეფასება და მხარდაჭერა
სისტემური ინტეგრაციის შვიდივე საფეხური საკმაოდ შრომატევადია, მოითხოვს ვრცელ კვლევას, მაღალკვალიფიცურობას, გამოცდილებასა და მოდნომებას. მხოლოდ შესაბამისი კადრებითა და მიდგომით არის შესაძლებული წარმატებული და სრულყოფილი მსხვილი პროექტის განხორციელება.
———
კორპორატიული ქსელი
ჩვენი არქიტექტორები სხვადასხვა ქსელურ მიმართულებებში, როგორიცაა მარშუტიზაცია, კომუტაცია, ოპტიკური ქსელი, ეთერნეტ ქსელი და კოლაბორაცია ახდენენ თქვენი ქსელის სისტემის კონსტრუირებას, პროექტირებას, დაგეგმვასა და განახლებას თქვენივე მოთხოვნებისა და მსოფლიო პრაქტიკების მიხედვით.
ჩვენს მომსახურებაში შედის:
⊛ პროექტის შედგენა და დაგეგმარება
⊛ ქსელის კონსოლიდაცია
⊛ ქსელის უსაფრთხოება
⊛ LAN, WAN, SAN, VPN იმპლემენტაცია
⊛ მონტაჟი, ინტეგრაცია და დატრენინგება
⊛ ფილიალისა და დისტანციური ოფისის დაკავშირებადობა
⊛ ბრენდმაუერები, მარშუტიზატორები, კომუტატორები, წვდომის წერტილები, IP ტელეფონია
⊛ SND გადაწყვეტები (Software Defined Networks)