მუდმივად მოძრავ სამყაროში არაერთი ბიზნესი ოპერირებს შეუჩერებლად, ბევრისთვის კი მომსახურების უწყვეტ რეჟიმში მიწოდებაა მომხმარებლის ლოიალურობის მიზეზი, ესეც რომ არ იყოს ნებისმიერი სფეროს ორგანიზაციისათვის შეუფერხებელი მუშაობა და კრიტიკული რესურსების უწყვეტი ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს წარმატების განსაზღვრაში. ბიზნესის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, ორგანიზაციებმა უნდა გადალახონ გამოწვევები და დაძლიონ ისეთი შემაფერხებელი ფაქტორი როგორიც ე.წ. დაუნთაიმია.
დაუნთაიმი არის გამანადგურებელი, ძვირადღირებული და მიუღებელი შეცდომა დღევანდელ კონკურენტულ ბიზნეს გარემოში. დაუნთაიმი შეიძლება მოხდეს რამოდენიმე მიზეზით: დაწყებული მონაცემთა შემთხვევით წაშლიდან, დამთავრებული აპლიკაციის ჩავარდნითა და კიბერშეტევით. ძლიერი BCDR (Business continuity and disaster recovery - ბიზნესის უწყვეტოფისა და კატასტროფის აღდგენის) გადაწყვეტის არქონისას, დაუგეგმავმა დაუნთაიმმა შეიძლება საკმაოდ ძვირადღირებული ზარალი მოგაყენოთ, აურაცხელი ზიანი მოუტანოს თქვენი კომპანიის რეპუტაციას ან შელახოს თქვენი ბრენდის სახელი.
რა არის და რას ნიშნავს დაუნთაიმი ბიზნესისათვის?
დაუნთაიმი არის პერიოდი, რომლის დროსაც აპლიკაციების მიუწვდომლობით, ტექნიკური ხარვეზით, ქსელის გათიშვით, სტიქიური უბედურებით და მსგავსი მიზეზებით წარმოება ან ბიზნეს პროცესები ჩერდება. დაუნთაიმის დროს კომპიუტერული სისტემა, სერვერი ან ქსელი არის გათიშული ან მოუწვდომელი, რომლის შედეგადაც თანამშრომლები უნებურად არაპროდუქტიულები არიან და ვერ აწარმოებენ ბიზნესს ან ვერ ემსახურებიან მომხმარებლებს. ბიზნესის უწყვეტობის (BC) სრულყოფილი გეგმის არქონით დაუნთაიმს უჩნდება დიდი პოტენციალი, რომ გამოიწვიოს თქვენი ორგანიზაციის პარალიზება, ზოგიერთ შემთხვევაში კი ხდება გამოუსწორებელი ზანის მიყენებაც.
⇨ დაუნთაიმის ტიპები ⇦
დაუნთაიმი შეგვიძლია დავყოთ დაგეგმილ და დაუგეგმავ დაუნთაიმად
⇨ დაგეგმილი დაუნთაიმი ⇦
დაგეგმილი დაუნთაიმი არის წინასწარ შეთანხმებული და ჩანიშნული პროფილაქტიკური აქტივობა, რომელიც ძირითადად ხორციელდება დასვენების დღეებში, შაბათ-კვირას, ან არასამუშაო საათებში, რათა გამოირიცხოს შეფერხება ბიზნეს პროცესების ნორმალურად ოპერირებასა და თანამშრომლების პროდუქტიულად მუშაობაში. დაგეგმილი დაუნთაიმის მიზეზი შეიძლება იყოს რუტინული ტექნიკური მომსახურება, ან ინსპექტირება, როგორც ტექნიკისა თუ პროგრამული უზრუნველყოფის განახლების, ასევე შეკეთების ან ტესტირების მიზნით.
ვინაიდან დაგეგმილი დაუნთაიმი წინასწარ განზრახული და კონტროლირებადია, მას ვერ ექნება ნეგატიური გავლენა ბიზნესზე, მისი სწორად განხორციელების შემთხვევაში. დაგეგმილი დაუნთაიმი ძირითადად საჭიროა, რათა სისტემების, აპლიკაციებისა და სერვერების გადამოწმებით დარწმუნდეთ, რომ ისინი მწყობრში არიან და ოპტიმალური სიმძლავრით ფუნქციონირებენ. დაგეგმილი დაუნთაიმის პროცესში IT პროფესიონალებს ასევე შეუძლიათ განახორციელონ ტესტები პოტენციური საფრთხეების გამოვლენისა და მათი გამოსწორების მიზნით მანამ, სანამ ისინი რეალურ პრობლემებად გადაიქცევიან.
რა არის IT ტექნიკური მომსახურება?
IT ტექნიკური მომსახურება არის ზოგადი ტერმინი, რომელიც მოიცავს აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკურ მხარდაჭერას/მომსახურებას თქვენი ბიზნესის კომპიუტერული სისტემისთვის. რაც ნიშნავს თქვენი მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სრულად ბალანსზე აყვანას/აღრიცხვასა და მომსახურებას, რათა შეძლონ ოპტიმლური ფუნქციონირება ისეთი ტექნიკური დავალებების შესასრულებლად, რაც თქვენი მიზნების მისაღწევადაა საჭირო.
რისთვის გჭირდებათ IT ტექნიკური მომსახურებები?
მთელი ბიზნესის IT სისტემის - როგორც პროგრამული უზრუნველყოფის, ისე აპარატურის - შეუფერხებლად მუშაობის შენარჩუნება რთული ამოცანაა, მაშინაც კი, თუ შედარებით მცირე კომპანია ხართ. შედარებით დიდი კომპანიის შემთხვევაში ამოცანა კიდევ უფრო რთულდება. გამოსავალი რომელიც კვალიფიციური პროფესიონალი შიდა IT კადრების დამატებაში მდგომარეობს შეიძლება საკმაოდ ძვირი ფუფუნება აღმოჩნდეს, რასაც ემატება საქართველოში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაც.
როდესაც IT მომსახურებებისათვის ქირაობთ ისეთ აუთსორს კომპანიას, როგორიც არის NTP, ამით თქვენი სისტემების მოვლა-პატრონობის თავსატკივარს ირიდებთ თავიდან, რაც გაძლევთ იმის საშუალებას, რომ კონცენტრირდეთ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე თქვენი ბიზნესისათვის. აღარ გექნებათ თავსატეხები, როგორიცაა ფიქრი იმაზე თუ რამ შეიძლება გამოიყვანოს მწყობრიდან თქვენი IT სისტემები, ვინაიდან ჩვენ გავუწევთ ყველაფერს მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში მოვახდენთ პრობლემის, როგორც პროაქტიულ ასევე რეაქტიულ გადაწყვეტას თუმცაღა, თუ თქვენ გესაჭიროებათ 24x7 დახმარება წელიწადში 365 დღის განმავლობაში გირჩევთ თვალი გადაავლოთ ქვემოთ მითითებულ ჩვენი ტექნიკური მხარდაჭერის შემოთავაზებებს.
⇨ დაუგეგმავი დაუნთაიმი ⇦
დაუგეგმავი დაუნთაიმი, დაგეგმილისაგან განხვავებით არის გაუთვალისწინებელი და უნებლიე, რომელიც შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს სხვადასხვა მიზეზით - მათ შორის: ტექნიკის ან პროგრამული უზრუნველყოფის მწყობრიდან გამოსხვლით, ადამიანური შეცდომით, კიბერშეტევით ან სულაც სტიქიური უბედურებით. ვინაიდან დაუგეგმავი დაუნთაიმი მოულოდნელია და ხდება გაფრთხილების გარეშე მისი თავიდან არიდება საკმაოდ დიდი გამოწვევაა, თუმცაღა კარგად ჩამოყალიბებული ბიზნესის უწყვეტობის (BC) გეგმის განხორციელებით თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ დაუგეგმავი დაუნთაიმის გავლენა თქვენს ბიზნესზე.
რა იწვევს დაუგეგმავ დაუნთაიმს?
არსებობს რამოდენიმე მიზეზი რომელთაგანაც ძირითადები არის:
ადამიანური შეცდომა: შემთხვევითი თუ დაუდევრობის გამო, ადამიანური შეცდომა დაუგეგმავი დაუნთაიმის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. თანამშრომელმა შეიძლება უნებლიედ მონაცემთა წაშლით, შემთხვევით კაბელის გამოძრობით, ან სტანდარტული პროტოკოლის დარღვევით გამოიწვიოს კომპანიისათვის სერიოზულად ძვირადღირებული დაუნთაიმი. ადამიანური შეცდომის ასი პროცენტით თავიდან არიდება შეუძლებელია, მაგრამ რეგულარული ტრენინგებითა კარგად ჩამოყალიბებული, დოკუმენტირებული IT პოლიტიკის საკონტროლო სიით მისი სიხშირის შემცირება შესაძლებელია.
აპარატურის/პროგრამული უზრუნველყოფის ჩავარდნა: მოძველებული აპარატურა ან პროგრამა ზრდის აპლიკაციის ჩავარდნისა და სისტემის გათიშვის შანსებს, ასევე იწვევს მათ გაუმართავ ან არაეფექტურ მუშაობას, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს პროდუქტიულობაზე. ასეთ შემთხვევაში სათანადო ტესტირების გარეშე მომხდარმა განახლებამაც კი შეიძლება მთლიან აპლიკაციას მიაყენოს ზიანი.
მოწყობილობის არასწორი კონფიგურაცია: მოწყობილობის არასწორი კონფიგურაცია დაუგეგმავი შეფერხების კიდევ ერთი მთავარი მიზეზია. კონფიგურაციის შეცდომებმა (ე.წ. ერორებმა/errors) შეიძლება შექმნას უსაფრთხოების ხარვეზები თქვენს ქსელში, რაც მას დაუცველს გახდის კიბერშეტევების მიმართ. არასწორი კონფიგურაციით მიღებული შეცდომების თავიდან ასარიდებლად, პარამეტრების ხელით დაყენების ნაცვლად ხდება პროცესის ავტომატიზაცია, რომლის შემდეგაც თქვენს სისტემაში ცვლილებების იმპლემენტაციამდე საჭიროა კონფიგურაციების პარამეტრების ტესტირება.
პროგრამული შეცდომები: სერვერის ოპერაციულ სისტემაში არსებულმა პროგრამულმა შეცდომებმა (ე.წ. ბაგებმა/bugs) შეიძლება გავლენა მოახდინონ მის მუშაობაზე და გამოიწვიონ უსაფრთხოების პრობლემები. თუ არ მოხდა მათი ჩასწორება დროულად ან შესაფერისი ტესტირების გარეშე შესაძლებელია დააზიანონ აპლიკაციები ან მოახდინონ სერვერის ჩავარდნა.
კიბერუსაფრთხოების უგულვებელყოფა: ისეთი კიბერსაფრთხეები, როგორებიცაა დახვეწილი რენსამვეარ ან ფიშინგ შეტევები წარმოადგენენ დაუნთაიმის ერთერთ ყველაზე საშიშ მიზეზს ვინაიდან შეუძლიათ თქვენი ორგანიზაციის სრულ უმოქმედობამდე მიყვანით ჩიხში მომწყვდევა. ბოროტად განზრახულ სუბიექტს ან ჯგუფს შეუძლიათ მონახონ სუსტი წერტილი თქვენს ქსელში შეაღწიონ სისტემაში და მიიღონ წვდომა კონფიდენციალურ მონაცემებზე. საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით კიბერუსაფრთხოების გამოწვევების დასაძლევ პერსპექტივად მოისაზრება თანამშრომლების სწავლება და უსაფრთხოების გადაწყვეტილებების დანერგვა, როგორიცაა სპამ ფილტრები, მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაცია, ფაილების დაშიფვრა და ა.შ.
ბუნებრივი კატასტროფები: ბუნებრივმა კატასტროფებმა, როგორიცაა ქარიშხალი, წყალდიდობა, მიწისძვრა და ა.შ. შეიძლება შეაფერხოს კომუნიკაციბისა და ელექტროენერგიის მიწოდება ან სულაც დააზიანოს თქვენი აპარატურა. ამ ყველაფერს კი შეიძლება კომპანიისათვისაც კატასტროფული შედეგები ჰქონდეს თუ დაუნთაიმი დიდ ხანს გაგრძელდა.
დაუნთაიმის ღირებულება
დაუნთაიმის ხარჯები დამოკიდებულია თქვენი ბიზნესის სფეროსა და მასშტაბზე მისგან გამომდინარე კი დაუნთაიმის ხანგრძლივობაზე.
დაუნთაიმის ღირებულების კალკულატორი
დაუნთაიმის ღირებულების ცოდნა დაგეხმარებათ შეაფასოთ მისი გავლენა თქვენს ბიზნესზე. გამოიყენეთ დაუნთაიმის კალკულატორი ან მიჰყევით ქვემოთ მითითებულ ნაბიჯებს, რათა გამოთვალოთ დაუნთაიმის რეალური ღირებულება.
დაკარგული პროდუქტიულობა = (დაუნთაიმით ზეგავლენილი მომხმარებლების რაოდენობა) x (პროდუქტიულობაზე მომხდარი ეფექტი [პროცენტულად]) x (საშუალო ხელფასი საათში) x (დაუნთაიმის ხანგრძლივობა)
ან
დაკარგული პროდუქტიულობა = (დაუნთაიმით ზეგავლენილი მომხმარებლების რაოდენობა) x (პროდუქტიულობაზე მომხდარი ეფექტი [პროცენტულად]) x (ერთეული მუშაკის მიერ გამომუშავებული საშუალო მოგება) x (დაუნთაიმის ხანგრძლივობა)
ან
დაკარგული პროდუქტიულობა = (ტრანზაქციების რაოდენობა საათში) x (დაუნთაიმით ზეგავლენილი ტრანზაქციების პროცენტი) x (საშუალო მოგება თითო ტრანზაქციაზე) x (დაუნთაიმის ხანგრძლივობა)
სხვა ხარჯები და დაუნთაიმის ეფექტები
გარდა ფინანსური ზარალისა, დაუნთაიმისათვის მზად არ არყოფნის შემთხვევაში არსებობს მისი სხვა საზიანო შედეგებიც, რომელთა გამკლავებაც მოუწევთ ორგანიზაციებს. შეფერხების სიხშირისა და მასშტაბიდან გამომდინარე, მას შეუძლია ჰქონდეს, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გავლენა თქვენს ბიზნესზე. იხილეთ ქვემოთ ჩამოთვლილი დაუნთაიმის რამოდენიმე ძირითადი შედეგი.
პროდუქტიულობის დაკარგვა: როდესაც აპარატურის გაუმართაობის ან ქსელის ჩავარდნის გამო ხდება დაუნთაიმი სამუშაოდ საჭირო კრიტიკული სისტემებიც მიუწვდომელია გამოსაყენებლად. ძირითადი აპლიკაციების, სისტემებისა და ქსელური სერვისების გარეშე, თანამშრომლები ვერ შეძლებენ თავიანთი სამუშაოს შესრულებას. შესაბამისად, თანამშრომლების უქმად ყოფნა და არაპროდუქტიულობა დამოკიდებულია დაუნთაიმის ხანგრძლივობაზე.
ბიზნეს შესაძლებლობების დაკარგვა: დღევანდელ ციფრულ სამყაროში ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია, ხოლო ბიზნესი კი ძლიერ დამოკიდებული აპლიკაციების გამართულად მუშაობასა და ხელმისაწვდომობაზე. დაუნთაიმმა შეიძლება ისეთი ნეგატიური გავლენა მოახდინოს თქვენს ბიზნესზე, როგორიცაა ცუდი გამოცდილება, რაც გამოიხატება იმაში, რომ თქვენს მომხმარებლებს არ ექნებათ წვდომა თქვენს პროდუქტებსა და სერვისებზე, რასაც ემატება ის რომ მომხმარებლის მომსახურებისათვის საჭირო ინსტრუმენტების მწყობრიდან გამოსვლის გამო თქვენს თანამშრომლებს არ შეეძლებათ მათი მომსახურება. ასეთ შემთხვევებს შეუძლიათ გამოიწვიონ არსებული თუ პოტენციური მომხმარებლების ასევე პერსპექტივების გადინება.
ბრენდის იმიჯის შელახვა: დღევანდელი სწრაფი ტემპის ბიზნეს ლანდშაფტში მომხმარებლები ყოველ ჯერზე ელიან სწრაფ, შეუფერხებელ გამოცდილებას. მათთვის შეფერხებები არის აუტანელი, ხოლო დაუნთაიმი კი მიუღებელი. ასეთ ბიზნეს გარემოში, თუნდაც ერთჯერადმა დაუნთაიმმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენი ორგანიზაციის საიმედოობასა და რეპუტაციას, ხოლო განმეორებითი დაუნთაიმი კი გადაიზარდოს მომხმარებელთა უკმაყოფილებაში, რომელიც თავისთავად აგენერირებს მათი მხრიდან ცუდ უკუკავშირსა თუ უკმაყოფილო მიმოხილვას, რაც საბოლოოდ იწვევს ბრენდის იმიჯის შელახვას.
მონაცემთა დაკარგვა: დაუნთაიმი შეიძლება გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ თქვენს ბიზნესზე, არამედ თქვენსი მომხმარებლების მონაცემების უსაფრთხოებაზეც. კიბერშეტევით, სერვერის ან ქსელის გათიშვით გამოწვეული დაუნთაიმი შეიძლება დასრულდეს მონაცემების დაზიანებით ან მოპარვით. მოულოდნელმა დაუნთაიმმა სერვერის გათიშვით შეიძლება პოტენციურად გამოამჟღავნოს თქვენი ღირებული მონაცემები ან შექმნას ისეთი ღრეჩოები უსაფრთხოებაში, რომელთა მეშვეობითაც კიბერკრიმინალებს შეეძლებათ არაავტორიზებული წვდომის მისაღება.
დაუნთაიმის მონიტორინგი და პრევენცია
დაუნთაიმი არაპროგნოზირებადია და შეიძლება თავს დაატყდეს ნებისმიერი ზომის, ტიპისა თუ სფეროს ორგანიზაციას. დაგეგმარების პროცესში მუდმივად ვითვაისწინებთ BCDR (ბიზნესის უწყვეტობისა და კატასროფის აღდგენის) გადაწყვეტებს, რათა მინიმუმამდე შევამციროთ დაუნთაიმის ზემოქმედება ბიზნესზე.
მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც არ გაქვთ BCDR, გადაწყვეტა ან ინფრასტრუქტურის, ქსელისა თუ აპლიკაციების განახლების პროცესში ხართ და ჯერ არ იცით თუ როგორ შეძლებთ დაუნთაიმის მაქსიმალურ პრევენციას.
თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ BCDR დანერგილი არსებობს შანსი მოულოდნელი დაუნთაიმისა და ცუდი სცენარის განვითარების - ასეთ შემთხვევაში თუ საქმე ცუდად წარიმართა იცით როგორ უნდა მოიქცეთ? ან როგორ უნდა გეჭიროთ თითი პულსზე 24 საათის განმავლობაში? რამდენი ხნით შეგიძლიათ თქვენი სისტემების გარეშე არსებობა სანამ დაუნთაიმი თქვენს მომხმარებლებზე და შესაბამისად თქვენს ბიზნესზე მოახდენს გავლენას?
სწორედ აქ შემოდის თამაშში ჩვენი მხარდაჭერა და ტექნიკური მომსახურება
თქვენ შეიძლება იცოდეთ, როგორ იმუშაოთ თქვენი კომპანიის სისტემებთან, მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა და ტექნიკური მომსახურება დაგეხმარებათ არსებულ ან კონკრეტულ მომენტში შეამციროთ დაუნთაიმის რისკები, უზრუნველყოთ თქვენი მოწყობილობების განახლება, რეგულარულად აწარმოოთ სარეზერვო ასლების ტესტირება, ხშირად გაუწიოთ მონიტორინგი თქვენს ქსელსა და მოწყობილობებს.
მაშინაც კი, თუ თქვენ იყენებთ ისეთ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელსაც მოყვება მომხმარებელთა მხარდაჭერა, მათი მხარდაჭერა ვერ შეცვლის ადგილზე ქართულად მოსაუბრე IT მხარდაჭერის პროფესიონალს ან გუნდს. რა თქმა უნდა მათ შეეძლებათ თქვენი დახმარება მაგრამ ადგილზე არსებულმა მხარდაჭერის სპეციალისტმა, რომელიც კარგად იცნობს თქვენს ინფრასტრუქტურასა და სისტემებს შეიძლება ეს მანამ მოაგვაროს სანამ თქვენ პროგრამული მხარდაჭერის მწარმოებლის ოფისს დაუკავშირდებით.
ჩვენი მხარდაჭერისა და ტექნიკური მომსახურების გუნდის თითოეულ წევრს აქვს საშუალება და საკმარისი გამოდილება იმისათვის, რათა ანალიზი გაუწიოს ამა თუ იმ ტიპის ტექნიკურ პრობლემას და მაღალკვალიფიცურად მოახდინოს მათი გადაჭრა.
მონაცემთა შენახვა - ადამიანური შეცდომა
ჩვენი მხარდაჭერის გუნდის როლი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანური შეცდომის დაშვების შემთხვევაში, თქვენი მონაცემები არ წაიშალოს, ხოლო კიბერთავდასხმის შემთხვევაში დაცული, მაგრამ ადვილად ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ იმ ადამიანებისათვის ვისაც აქვთ უფლება ამა თუ იმ კონკრეტულ მონაცემებზე წვდომის. პროფესიონალ IT გუნდთან კონსულტაციის ან მათი მხარდაჭერის მომსახურების გარეშე თქვენი მონაცემები შეიძლება აღმოჩნდეს შენახული, არც თუ ისე დაცულ ადგილას ან ვინმემ შეძლოს წვდომა სწორი ნებართვის გარეშე. ეს ყველაფერი შეიძლება დიდი პრობლემა აღმოჩნდეს, როდესაც საქმე მონაცემთა დაცვას ეხება. აპლიკაციის, აპარატურის ან პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობის, ბუნებრივი კატასტროფის ან უსაფრთხოების არასწორი კონფიგურაციის შემთხვევაში, დროული რეაგირება და პრობლემის სწრაფი აღმოფხვრა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა ბიზნესმა ჩავარდნის გარეშე შეძლოს ოპერირება.
რეაგირება - რეაგირების დრო დამოკიდებულია ე.წ. SLA_ზე (შეთანხმება მომსახურების დონის შესახებ) რომლის მიხედვითაც შეგეძლებათ გქონდეთ გარანტირებული რეაგირების დრო ჩვენი მხრიდან.
ცოდნა - ტექნიკური დეპარტამენტის უმცროსიდან-უფროს ინჟინრამდე, ხოლო უფროსი ინჟინრიდან არქიტექტორამდე ესკალაციის სისტემა საშუალებას გვაძლევს გადავჭრათ ჩვენი მომხმარებლების ნებისმიერი სირთულის ტექნიკური ამოცანა.
ფასი - ხელშეკრულების ტექნიკური დავალების სირთულის შესაბამისი ინჟინრის მომაგრებით ვახდენთ ოპტიმიზაციას, როგორც ჩვენი ინჟინრული რესურსის, ასევე ჩვენი მომხმარებლების ბიუჯეტისაც. თქვენი მოთხოვნების სირთულიდან და არსებული ბიუჯეტიდან გამომდინარე, მომსახურების ფასი შეესაბამება ხარისხს.
მოქნილობა - ხანგრძლივი ხელშეკრულებები შეიძლება არც თუ ისე მიმზიდველი ჩანდეს ჩვენი მომხმარებლებისათვის - განსაკუთრებით მათთვის ვისაც ჯერ არ უსარგებლია ჩვენი მომსახურებებით. იმისათვის, რომ მომხმარებელს ვაჩვენოთ ჩვენი მომსახურებების ღირებულება, ჩვენ ვთავაზობთ სამთვიან, ექვსთვიან, ერთწლიან და ორწლიან ხელშეკრულებებს სადაც ვთავაზობთ ერთი და იგივე ფასების ფორმულირებას ნებისმიერი ვადის ხელშეკრულებაზე.