რატომ IT კონსალტინგი?
როგორ შეუძლია IT კონსალტინგს დაეხმაროს თქვენს ბიზნესს?
ბიზნესისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია ინფორმაციული ტექნოლოგიები და IT კონსალტინგი, რათა ფეხი აუწყოს დღევადელი IT ლანდშაფტის ჩქარ ტემპს. სიახლეებზე სწრაფი და ზუსტი რეაგირების არ ქონა დიდი რისკია, ვინაიდან თქვენ შეიძლება ჩამორჩეთ თქვენს კონკურენტებს, რომლებიც ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ!
წარმატებული ორგანიზაციები წინ იყურებიან, რათა წინასწარ განსაზღვრონ მიზნები თუ სად სურთ, რომ იყვნენ. ამასთანავე, ადგენენ ისეთ ტექნოლოგიურ გეგმას, რომელითაც ისინი მიაღწევენ დასახულ მიზანს. ბევრი ორგანიზაციისათვის ასეთი დაგეგმარებისას IT კონსალტინგი დიდ როლს თამაშობს.
ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ გყავდეთ სწორი შიდა რესურსი ან თავად იყოთ წამყვანი მწარმოებლების გადაწყვეტების საქმის კურსში წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ იქნებით მთლიანი პაზლის დაკარგული ფიგურა, როგორც ერთჯერად პროექტებში, აგრეთვე სტრატეგიული დაგეგმარებისას.
ჩვენს ქვეყანაში გამოცდილი პრაქტიკა, სხვადასხვა IT ინტეგრატორებისაგან თუ ტექნიკის საცალო გაყიდვების კომპანიებისაგან ფასთა კვლევით, კვოტირებითა თუ რჩევების მიღებით ბაზარზე არსებული გადაწყვეტების მოძიება, არც თუ ისე ეფექტურია. წამყვანი მწარმოებლების უახლესი და ინოვაციური გადაწყვეტების ცოდნის გარეშე გაგიჭირდებათ ობიექტური გადაწყვეტილების მიღება. კვალიფიციური გაყიდვების მენეჯერისაგან მიღებული ინფორმაციის შთაბეჭდილებით შესაძლებელია არასწორი გადაწყვეტილება მიიღოთ ისე, რომ რეალური სურათის მხოლოდ გარკვეული ნაწილი დაინახოთ, ვინაიდან გამოცდილმა კადრმა ყოველთვის იცის შეთავაზებული ვენდორის გადაწყვეტის უპირატესობები და კონკურენტების ნაკლები. გამომდინარე აქდან, შესაძლებელია ძალიან კარგი შთაბეჭდილება შეგექმნათ კონკრეტული მწარმოებლის კონკრეტულ გადაწყვეტაზე, თუმცა ცუდი ინფორმაცია მიიღოთ ან საერთოდ ვერ მიიღოთ ინფორმაცია ალტერნატიული მწარმოებლების გადაწყვეტებზე. სწორედ ამიტომ, დაინტერესებული ორგანიზაციებისაგან ან პირებისაგან მიღებული ინფორმაციები საჭიროებს გადამოწმებას, ალტერნატიული გადაწყვეტების მოძიებასა და მათთან შედარების გაკეთებას, რაც იგივე დროს მოითხოვს, რაც შესწავლაა. სწორედ ამიტომ, როგორც ზემოთ ვახსენეთ, თქვენი ცოდნის ან მიუკერძოებელი მცოდნე პირის გარეშე გაგიჭირდებათ ობიექტური გადაწყვეტილების მიღება. მცირედ პროექტზე მუშაობისას თუ სტრატეგიული ტექნოლოგიური დაგეგმარებისას მნიშველოვანია ფოკუსირება არა კონკრეტული მწარმოებლის არამედ ბიზნესის მოთხოვნებისა და მისი სპეციფიკიდან გამომდინარე შედეგიანობაზე გათვლილ გადაწყვეტაზე.
NTP_ს კონსალტინგ მომსახურების გაწევისას, პირველ რიგში პრიორიტეტულია თქვენი ბიზნეს ამოცანები და გეგმები, რომლიდან გამომდინარეც ხდება გადაწყვეტის შერჩევა ბრენდების პრეფერენციების გარეშე.
დაგვიკავშირდით, დაჯავშნეთ სატელეფონო კონფერენცია ან შეხვედრა, რათა თავად გამოსცადოთ თუ როგორ შეუძლია ჩვენს კონსალტინგ მომსახურებას თქვენი ბიზნეს საჭიროებების ასახვა ტექნიკურ ჭრილში, ხოლო სტრატეგიული დაგეგმარებით თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
IT კონსალტინგის უპირატესობები
IT კონსულტანტების დაქირავებით თქვენ იღებთ წვდომას სპეციალიზერებულ ნიჭზე, გამოცდილებაზე დაფუძნებულ საუკეთესო პრაქტიკებზე და წარმატებული პროექტისათვის საჭირო პროცესებზე რაც გამყარებულია მომხმარებლებთან გატარებული ათასობით საათიანი გამოცდილებით.
IT კონსულტანტების აყვანის უპირატესობები მოიცავს:
ექსპერტიზა: მცირე და საშუალო ზომის კომპანიების უმეტესობაში შიდა IT პერსონალი არის მრავალპროფილური, შესაბამისად, მათთვის რთულია ფეხი აუწყონ ყველა IT სეგმენტის განვითარებასა და სიახლეებს. კონსალტინგის მომსახურებით თქვენ იღებთ თითოეული მიმართულებით სპეციალიზირებული უნარების მქონე კადრს, რომელიც დეტალურადაა ჩახედული ბაზარზე არსებულ უახლეს გადაწყვეტებში და შესწევს უნარი არა მხოლოდ დაადგინოს და დააკმაყოფილოს თქვენი ორგანიზაციის ტექნიკური მოთხოვნები, არამედ ბაზარზე არსებული ინოვაციური გადაწყვეტებით თქვენს ბიზნესს შესძინოს კონკრეტულ სფეროში თანაბარი ან სულაც უპირატესი კონკურენტუნარიანობაც.
პროექტის უფრო სწრაფად დასრულება: ჩვენი კონსულტანტები მოთხოვნის მიღებისთანავე ერთვებიან საქმეში. გარდა იმისა, რომ გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება და ინსტრუმენტები კონკრეტული მომსახურების გაწევისათვის, ამასთანავე არიან საკმაოდ მოტივირებულნი პროექტის, როგორც დროულად, ასევე ხარისხიანად შესასრულებლად და არ საჭიროებენ შეხსენებას ანდა დაჩქარებას.
პოტენციური ხარჯების დაზოგვა: გამოცდილ IT სპეციალისტს შეუძლია პროექტის ნაკლებ დროში ან ნაკლები რესურსით შესრულება. ასეთი სპეციალისტის შტატში ყოლა კომპანიამ შეიძლება არასაჭირო ან ძვირადღირებული ჩათვალოს. კონსულტანტი მოგაწვდით მომსახურების ზუსტ ხარჯთაღრიცხვას, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ, ერთჯერადი ანგარიშსწორებით თქვენ არ დაგჭირდებათ სპეციალისტის ხელფასზე შენარჩუნება.
უნარებისა და ცოდნის გაზიარება: მუშაობის პროცესში კონსულტანტს შეუძლია გაუზიაროს გამოცდილება ან უზრუნველყოს თქვენი IT თანამშრომლების ტრენინგი, რაც თავისთავად ნიშნავს თქვენი შიდა გუნდის კომპეტენციის ამაღლებას.
შემცირებული უსაფრთხოების რისკები: IT კონსულტანტებს შეუძლიათ თქვენს ქსელსა თუ სისტემებში არსებული საფრთხეებისა და სამომავლო რისკების იდენტიფიცირება, რომლის შემდეგაც შეგეძლებათ თავად იზრუნოთ მათ აღმოფხვრაზე ან ჩვენი დაგეგმარების მომსახურებით ისარგებლოთ, რითიც შესაძლებელია ჩვენს კონსულტანტებთან და თქვენს გუნდთან ერთად პროტოკოლების, გამართული სისტემისა და სამომავლო პროცესების ჩამოაყალიბებით უსაფრთხოების გეგმის შედგენა.
გაზრდილი პროდუქტიულობა: შიდა IT გუნდები, გასაკუთებით, მცირე ზომის კომპანიებში, ხშირად დატვირთულნი არიან სხვადასხვა ტექნიკური პროექტებით, ასევე მათთვის პროფილური და ხანდახან არაპროფილური ყოველდღიური რუტინული საკითხების მოგვარებითაც. IT კონსულტანტის ჩართვა კონკრეტული საკითხის მოსაგვარებლად ან პროექტის შესასრულებლად გამოანთავისუფლებს თქვენი გუნდის დროს და მისცემს მათ საშუალებას მეტად ფოკუსირდნენ ბიზნესის ძირითად ფუნქციონირებაზე და პრიორიტეტულ საკითხებზე.
გაუმჯობესებული პროცესები: IT კონსულტანტების მომსახურებით მიღებული სიკეთე მხოლოდ ექსპეტიზა და რჩევები როდია. ვინაიდან ისინი თქვენს გუნდთან კოლაბორიით საქმის შესრულების პროცესში იყენებენ აპრობირებულ პროცესებსა და მეთოდებს, თქვენი გუნდის მონდომებულ წევრევს მარტივად შეუძლიათ ამ გამოცდილების გაზიარებით აითვისონ აღნიშნული საქმის მეთოდოლოგია. დამატებითი ცოდნის საჭიროების შემთხვევაში ჩვენი კონსულტანტების მხრიდან ხდება ტექნოლოგიური ტრენინგის ჩატარებაც.
ობიექტური ხედვა: კონსულტანტები ახდენენ პრობლემების იდენტიფიცირებას, რომლის შემდგომაც თავიანთი გამოცდილებითა და საუკეთესო პრაქტიკებით მიღებული ცოდნიდან გამომდინარე გთავაზობენ ძველი ტექნოლოგიური სისტემებისა თუ პროცესების გაუმჯობესებას, რითაც შემოაქვთ ახალი პერსპექტივები თქვენს ტექნოლოგიურ გარემოში. ამასთანავე, გიზიარებენ სხვათა გამოცდილებებს ამა თუ იმ ბრენდის გადაწყვეტების საქმეში, რეალურ მოხმარებასთან დაკავშირებით, რაც გაძლევთ პრაქტიკაზე დაფუძნებულ, ობიექტურ ინფორმაციას რათა პრეფერენციების გარეშე შეაფასოთ შესაბამისი ბრენდები რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე.