IT დაგეგმარება

სტრატეგიული IT დაგეგმარება ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებაა, რომელის ჩატარებაც რეკომენდირებულია ახალი პროექტის დასაწყისშივე, რათა თავიდან აირიდოთ დამატებითი ხარჯები, თუმცა არასწორი გეგმის ან ინფრასტრუქტურის ქონის შემთხვევაშიც შესაძლებელია მოხდეს გეგმის გადახალისება. ჩვენ გვჯერა, რომ სტრატეგიულ IT დაგეგმარებაში ჩადებული ინვესტიცია არის ის მთავარი უპირატესობა, რომლითაც შეგიძლიათ იქონიოთ სწორი ტექნოლოგიები, აირიდოთ ფუჭი ხარჯები და ამასთანავე მზადყოფნაში იყოთ სამომავლო გამოწვევებისათვის.

რისთვის სჭირდება თქვენს ბიზნესს IT დაგეგმარება?

IT დაგეგმარებით მიღებული მთავარი ღირებულება არის სტრატეგიული გეგმის/რუკის შექმნა თქვენი ორანიზაციისთვის, რომელიც ასახავს თქვენი ბიზნესის მთავარ მამოძრავებელ პუნქტებს, მნიშვნელოვან ამოცანებსა და სამომავლო მიზნებს ასევე განსაზღვრავს მათ მისაღწევად საჭირო ქმედებებს.

IT დაგეგმარება გეხმარებათ ფართომასშტაბური ხედვის ჩამოყალიბებით ისეთი სტრატეგიის შემუშავებაში, რომლის მიხედვითაც შეძლებთ თქვენი ტექნოლოგიური განვითარება დაუმთხვიოთ თქვენი ბიზნესის ზოგად სტრატეგიასა და გეგმებს. დოკუმენტირებული IT სტრატეგიის ქონით, ასევე ხდება მენეჯმენტისა და ტექნოლოგიური დეპარტამენტის ერთმანეთთან გამჭვირვალე კოლაბორაციის წახალისება.

უფრო კონკრეტულად, IT სტრატეგიული დაგეგმარება გეხმარებათ რათა:

⇨ ჩამოაყალიბოთ ''საბოლოო მდგომარეობის ხედვა", რომლიც მისცემს თქვენს გუნდს ნათელ სურათს თუ საით მიემართება თქვენი კომპანია, რითაც შეეძლებათ ორიენტირდნენ სასურველ შედეგზე.

⇨ განსაზღვროთ პრიორიტეტები როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, რითაც გასაგები იქნება თანამშრომლებისათვის თუ რა უნდა მოგვარდეს პირველ რიგში და რისი გადადება შეიძლება.

⇨ მოარგოთ თქვენი ბიზნეს გეგმა რეალურ IT ბიუჯეტს, რაც საშუალებას მოგცემთ არა მხოლოდ თქვენი ორგანიზაციის კონკრეტული მოკლევადიანი საჭიროებიდან გამომდინარე, არამედ სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით განახორციელოთ სწორი დონის ინოვაციებში ინვესტიცია.

⇨ წინასწარ შეათანხმოთ პროექტები და მოიპოვოთ თანხმობა ზემდგომი გადაწყვეტილების მიმღები პირებისაგან, რაც ხელს შეუწყობს გეგმის უფრო სწრაფად და ეფექტურად შესრულებას.

NTP_ს IT კონსულტანტები თქვენთან ერთად კოლაბორაციაში დასაბუთებულად შეადგენენ დეტალურ, სტრატეგიულ გეგმას, თუ როგორ მოხდება თქვენი ბიზნეს ამოცანების შესაბამისი ტექნიკური განვითარება, როგორც მოკლევადიან ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში.

IT ბიუჯეტირება

IT ბიუჯეტირება სტრატეგიული IT დაგეგმარების ფეხდაფეხ უნდა ხდებოდეს. კომპანიის არსებულ სისტემებზე, სამომავლო მიზნებზე და განვითარების გეგმაზე კვალიფიციურად აწყობილი სტრატეგიული IT გეგმის გარეშე შედგენილი ტექნოლოგიური ბიუჯეტის კალკულაცია რესურსისა და ფინანსების გაფლაგვისათვისაა განწირული.

გარდა ტექნიკური IT დაგეგმარებისა, რომელიც თავისთავად მოიცავს ისეთ უახლეს ტექნოლოგიებს, რომელიც ზოგავს ხარჯებს და ჰმატებს ღირებულებას თქვენს კომპანიას, ჩვენი IT კონსულტანტები გაგიწევენ რეკომენდაციებს რეალური IT ბიუჯეტირების შესადგენად ან თქვენთან შეთანხმებულად თავად შეადგენენ ბიუჯეტირებას, რომელიც იქნება თქვენი კომპანიის საჭიროებზე, მიზნებზე და ფინანსურ შესაძლებლობებზე გათვლილი.

ქლაუდ და მონაცემთა მიგრაციის მომსახურებები

ბევრ ბიზნესს ხარჯის შესამცირებლად, გაზრდილი უსაფრთხოების მიზნით ან რეზერვის შესაქმნელად გადააქვს მონაცემები და აპლიკაციები მათ ხელთ არსებული დატაცენტრებიდან ქლაუდზე. ჩვენი IT დაგეგმარება დაგეხმარებათ სწორი ქლაუდ მიგრაციის სტრატეგიის შემუშავებაში, რაც თავისთავად გულისხმობს საჭირო რეკომენდაციებს ქლაუდ დაცვის სისტემის შერჩევაშიც, იქნება ის კერძო, საჯარო თუ ჰიბრიდული. თქვენთან ერთად მიმოვიხილავთ სხვადასხვა ქლაუდ პროვაიდერებს, მათ დადებით და უარყოფით მხარეებს, რომლის შემდეგაც ჩამოვაყალიბებთ გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს წარმატებულ ქლაუდ მიგრაციას.

ბიზნესის უწყვეტობა და კატასტროფიდან აღდგენა (BCDR)

ბიზნეს შეფერხებები ყოველთვის მოულოდნელად, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით ხდება, იქნება ეს ბუნებრივი კატასტროფა, ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა, კიბერშეტევა, თანამშრომლების დაუდევრობა და ა.შ. მთავარია ბიზნესმა რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეულად იგრძნოს ეს ყველაფერი და ჩვეულ რეჟიმთან მაქსიმალურად ახლოს განაგრძოს ოპერირება მონაცემთა მინიმუმი დანაკარგით. სწორედ ამიტომ ბიზნესის უწყვეტობისა და კატასტროფიდან აღდგენის გადაწყვეტის ქონა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომპანიისათვის. NTP დაგეხმარებათ BCDR გეგმის ჩამოყალიბებაში, რომლშიც გაწერილი იქნება თუ როგორ მოახერხებენ თანამშროლმები კომუნიკაციას კრიზისის დროს, სად მოიძიებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას და როგორ მოახერხებენ ნებისმიერ სიტუაციაში წვდომას იმ საჭირო ინსტრუმენტებსა და პროცესებზე, რომლებიც მათ სამუშაოს შესასრულებლად სჭირდებათ.

IT დაგეგმარების პროცესში ჩვენ ყოველთვის ვადგენთ კატასტროფიდან აღდგენის გეგმას, რომელიც მოიცავს BCDR გადაწყვეტების რეკომენდაციებს, რათა წინასწარ დაიყვანოთ მინიმუმამდე კატასტროფით მიღებული ზიანი და თქვენი ბიზნეს ოპერაციების შეფერხება.

ვირტუალური CIO (vCIO)

ვირტუალური CIO არის ნახევრად შტატში მყოფი ვირტუალური IT ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფს IT სტრატეგიის შერულებისათვის საჭირო ოპერაციებისა და ლიდერობის განხორცილებას, როგორც მოკლევადიან ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. თუ თქვენი IT გუნდის, რომელიმე პროექტის ან სტრატეგიული გეგმის შესრულების სახელმძღვანელოდ გესაჭიროებათ კადრი, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი ბიუჯეტი კვალიფიციური CIO_ს შტატში ასაყვანად, ვირტუალური CIO შესანიშნავი არჩევანია. ჩვენი ვირტუალური CIO_ები საკმაოდ გამოცდილები არიან და დახმარებიან ათეულობით სხვა კომპანიას ისეთი გამოწვევების ნავიგაციაში, რომელთა წინაშეც თქვენ ახლა ხართ. vCIO დასახავს პრიორიტეტებს და ნაბიჯ-ნაბიჯ გაუძღვება ყოველდღიურ ტექნოლოგიურ ოპერაციებს.